Warcraft

ტელესინე

1994 წელს „Blizzard Entertainment“–მა გამოუშვა კომპიუტერული თამაში სახელად „Warcraft “–ი. თავის დროზე იგი საკმაოდ ინოვაციური და საინტერესო იყო. ამიტომაც მან ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა. პროდუქტი აღმოჩნდა იმდენად წარმატებული, რომ მას დღესაც უშვებენ თამაშების, წიგნების და კომიქსების სახით, ხოლო 2016 წლის 25 მაისს ფილმიც გამოვა, რომელიც უკვე იმყოფება პოსტპროდაქშენსის პროცესში. მისი გადაღება დაიწყო 2014 წლის 13 იანვარს, გაგრძელდა 123 დღე და დასრულდა 23 მაისს.

/თეიმურაზ მელიქიშვილი/

Warcraft trailer

warcraft08

View original post

ოცდამეხუთეს ეფექტი

თეა'ს ბლოგი

8 (2)

გაიცანით ლუ (ეპიზოდი I)

– გააღე პირი! მიდი, მიდი…

– რა არის, ჯერ მაჩვენე!

თავი უკან გადავწიე, რომ მარიტას თითები დამენახა, რაღაცას ჯიუტად მჩრიდა პირში. ბუნდოვნად თეთრ ტაბლეტს მოვკარი თვალი. მეტი ვეღარ გავძელი, თვალები დამიელამდა.

– რა არის გოგო, არ მენდობი? აბი გლუკოზაა! გააღე პირი და ჩაყლაპე! ძლივს ვიშოვე… გაგისწორდება მაგრა! დღეს ჩემი დაბადების დღეა და არ მაწყენინო, გაიგე?..

წინააღმდეგობის გაწევაც არ დამაცადა, ტაბლეტი ჩამიტენა, მარტინით სავსე ჭიქა პირთან მომიტანა და პატარა ბავშვივით გადამაყლაპინა. დღეს დაბადების დღე აქვს და ვერ გავუტეხავ… არადა, ახლა სახლში ყოფნას და დაძინებას არაფერი მირჩევნია. არც ეს კლუბია ის გარემო, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობ და არც ეს “ჩვეულებრივი სამეული”. ასე დავარქვი მარიტას, სალის და ნატას (ზურგსუკან). სამივე ჩემი თანამშრომელია. დიდი პატივია მათთან ერთად მუშაობა… არა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ არ არიან ჩემი სტილის ადამიანები, ხომ გესმით?..

მე ლილუ მქვია, მაგრამ ბავშვობიდან მოყოლებული ყველა ლუს მეძახის. მეც ასე ვეცნობი ხალხს. ეს სახელი დედამ დამარქვა, რომელიც ახლა ამერიკაში…

View original post 41,583 more words

ქართველი ბლოგერის საინტერესო თარგმანები

ღმერთის 9 მილიარდი სახელი
– უჩვეულო შეკვეთაა. – დოქტორი ვაგნერი ცდილობდა ელაპარკა მაქსიმალური სიდარბაისლით. – რამდენადაც ვხვდები, ჩვენ პირველი საწარმო ვართ, რომელსაც ტიბეტის მონასტრიდან მოუვიდა თხოვნა, რომ იქ ავტომატური გამომთვლელი მანქანა დაგვემონტაჟებინა. მეტისმეტ ცნობისმოყვარეობაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ ძალზედ ძნელი წარმოსადგენია, თუ რად უნდა თქვენს… ე…. ე…. დაწესებულებას ასეთი მანქანა. არ შეგიძლიათ განგვიმარტოთ, თუ რის გაკეთება გსურთ მისი მეშვეობით?
– სიამოვნებით, – უპასუხა ლამამ, რომელიც აბრეშუმის მოსასხამის ნაკეცებს ისწორებდა და თან ჯიბეში ლოგარითმულ სახაზავს იდებდა, რის საშუალებითაც ფინანსურ გამოთვლებს აწარმოებდა…

 

http://natargmni.blogspot.ae/p/blog-page_22.html

„ზონა 51“ – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული სამხედრო ბაზა

ზონა 51

თეა'ს ბლოგი

Area 51 (Groom Lake, Dreamland) File Photo near Rachel, Nevada (Photo by Barry King/WireImage) Area 51 (Groom Lake, Dreamland) File Photo near Rachel, Nevada (Photo by Barry King/WireImage)

„ზონა – 51“ საიდუმლო სამხედრო ბაზაა, რომელიც არცერთ რუკაზე არ არის აღნიშნული. ის წლების მანძილზე, მსოფლიოს ყველაზე დიდ საიდუმლოებებს შორის ერთ-ერთ განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. მისი არსებობა ოფიციალურად კი მხოლოდ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს აღიარეს. ამერიკის ხელისუფლება „ზონა 51“ არსებობას თითქმის 69 წლის მანძილზე მალავდა. 2013 წლის აგვისტოს, ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სამმართველომ როგორც იქნა აღიარა, რომ ეს ადგილი ნამდვილად არსებობს…  „ზონა-51“, რომელიც „ნევადას“ უდაბნოში მდებარეობს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად დაცული ბაზაა. მის შესახებ ლეგენდები ოდითგანვე დადიოდა. ის იმდენად გასაიდუმლოებული ობიექტი იყო, რომ აშშ-ს მთავრობა საგულდაგულოდ ანადგურებდა ყველა დოკუმენტს ამ პოლიგონზე, რაც საფუძვლიან ეჭვებს ბადებდა ხალხში, რომ ზონის ტერიტორიაზე  „მფრინავი თეფში“ ინახებოდა, რომელიც ამერიკელმა სამხედროებმა 1947 წელს ჩამოაგდეს. ხმები დადიოდა იმაზეც, რომ „ზონა-51“-ში ექსპერიმენტებს ატარებდნენ უცხოპლანეტელებზე. 

View original post 994 more words

ფრანსის კარსაკი — ლტოლვილი დედამიწა

ელწიგნები ქართულად

ლტოლვილი დედამიწა

წარმოგიდგენთ ფრანგი მწერლის ფრანსის კარსაკის სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობას „ლტოლვილი დედამიწა“.

მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობა საკმაოდ გულუბრყვილოა, მაინც ძალიან მიყვარს თავისი უსაზღვრო ოპტიმიზმის გამო და სწორედ ამიტომაც ვთარგმნე.

გადაიტვირთეთ „ლტოლვილი“ epub-ფორმატში აქედან

View original post