შესავალი ასტროფოტოგრაფიაში

Merz AnnA Blume

http://www.astrobin.com/

ძველით ახალი წელი “მტკვარზე” ასტროფოტოების გამოფენაზე გავატარე, სადაც ვუსმენდით ელექტრონულ მუსიკას, შევხვდით “ნაციონალური გეოგრაფიის” წარმომადგენლებს, შესაძლებლობა გვქონდა ტელესკოპის საშუალებით შედარებით ახლოდან გვენახა სირიუსი, იუპიტერი თავისი თანამგზავრებითურთ და საჩუქრად გლინტვეინით გავმთბარიყავით. სახლში რომ დავბრუნდი, ავიღე ასტროზუმიანი მოწყობილობების სარჩევი და შევუდექი კითხვას, როგორ გადამეღო ვარსკვლავები, რა ლამაზი უნდა იყოს ადამიანი ვისაც ციურ სფეროებთან აქვს შეხება და სხვა. წლის დასაწყისში განვაახლე ნასას და ჰაბლის აპლიკაციები, რომ თვალყური მიმედევნებინა ყოველდღიური ციურ მოვლენებისთვის. ასევე ვაპირებ შარშანდელი გატაცება განვავითარო და მეტეორიტების, როგორც მინერალური ქვების, შესწავლა დავიწყო. ინტერნეტში ბევრი უფასო წიგნია ამაზე.
გუშინ კი ბენდუქიძის კამპუსში  საგანგებოდ მიეძღვნა ლექცია ასტრონომიული გადაღების ტექნიკას: დავინახავთ თუ არა ტელესკოპში ისევე, როგორც ფოტოებზე ჩანს. რა თქმა უნდა, არა, თუ სუპერ აღჭურვილობა არ გვაქვს. ამიტომ კამერა უნდა დავაყენოთ დაყოვნებაზე, გავითვალისწინოთ პიქსელთა ინტენსივობისა და რაოდენობის პარალელი. მაგალითად, როგორ ვებრძოლოთ დიჯითალში გადაყვანის ხმაურს, თერმული ხმაურისთვის რომ ჩაციებაა საჭირო, აპარატი ქულერით. რომ ბნელი ცა თბილისში რთული საპოვნია და კარგი იქნება ცის კუნძულიდან გადაღება. რომ სასურველია სპეციალიზირებული აპარატი, რომელსაც…

View original post 55 more words

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s