ვიქტორ პელევინი “აკიკო”

MOON-OVER-PURPLE-MOUNTAINS

 

გამარჯობა კეთილშობილო უცხოელო. უცნაურად გამოიყურები, ჩვენებური არ უნდა იყო. შორეული ჩრდილოეთიდან ხომ არ მოსულხარ? მე აკიკო მქვია. როგორ ჟღერს შენი არაჩვეულებრივი სახელი? შეიყვანე და დააჭირე ENTER, მაშინ აკიკო გაიხსნება. მოხარულები ვართ, იცუკენ, იაპონიის მთებში ჩაკარგულ ჩვენ საიტზე რომ შემოიხედე. ჩვენ, ანუ მე და პატარა მაიმუნი მაო… თუ ეკრანის მარცხენა ქვედა კუთხეს დააკვირდები, ორ ყვითელ ლაქას დაინახავ, ეს მაოს თვალებია. მაო იმალება. არა იმიტიომ რომ ეზიზღები, იცუკენ! მან კარგად იცის შენი ვიზიტი რა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, უბრალოდ დრო სჭირდება შესაგუებლად. მაო გულჩათხრობილი არსებაა, მაგრამ გამბედავი და ცნობისმოყვარე სულის პატრონია. სასაცილოდ ხომ არ გეჩვენება, აკიკო ასე რომ საუბრობს მაოზე?! მის გარდა აკიკოს სხვა მეგობარი არ ჰყავს აქ.

იქნებ შენ გახდე ჩემი მეგობარი, იცუკენ? სამყარო შეიცვალა, როგორც კი ეს იმედი გაჩნდა აკიკოს გულში, ხასხასა ფერები შეიძინა, თითქოს ზეიმი დაიწყო. აკიკომ შეამჩნია როგორ უყურებ მის  ნორჩ სხეულს, შემოდგომისფერ კიმონოში გახვეულს. შენი თამამი მზერა აკიკოს ლოყებს უწითლებს…

არა, არა, იცუკენ, არც კი სცადო კურსორის მანდ მიყვანა. ჯერ მხოლოდ აკიკოს დარცხვენილი სახის ყურება შეგიძლია. აკიკო მკაცრი წესების მიმდევარი გოგონაა. თუ უფრო მეტის ნახვა გინდა, მაშინ დარეგისტრირდი ჩვენს საიტზე. ხედავ კარს წარწერით members? როგორც კი წევრი გახდები, იცუკენ, ამ კარიდან პირდაპირ შეხვალ აკიკოს საიდუმლო სამყოფელში. ახლა მხოლოდ instant access გჭირდება.

მადლობა რომ გადაწყვიტე გამოიყენო instant access,  იცუკენ! ჩვენ ვიღებთ ყველა წამყვან საკრედიტო ბარათებს.  შეგიძლია დროებითი წევრი გახდე, თვეში სულ რაღაც 9,99$ და 24,99$ კი მთელი წლის განმავლობაში სრულუფლებიანი წევრობა შეგიძლია… აკიკო ხედავს, იცუკენ, რომ გამოცდილი სამურაი ხარ. შენ გახსენი ზარდახშა terms and conditions, რომელიც კანონის ქანდაკებასა და ლერწმის ისრებს შორის დგას. ყველა ასე არ იქცევა სამწუხაროდ. ეს სიმართლეა… შენივე კომფორტისთვის დროებითი წევრობა ყოველთვე ავტომატურად განახლდება და 9,9$ მოიხსნება შენი ანგარიშიდან.

რა? და რა არის მარადიული სამყაროში, სადაც ყველაფერი ნამის და ღრუბლის დარია? სრული წევრობა, რა თქმა უნდა, უკეთესია, იცუკენ. ამიტომაც შედარებით ძვირი ღირს. გახსოვდეს საკრედიტო ბარათის არასწორი მონაცემების შეყვანა ისჯება კანონით…არა, არა, უბრალოდ მოვალეობაში შედის შეხსენება. ჩვენ გენდობთ შენ და ასევე შენც შეგიძლია გვენდო. არ შეგეშინდეს, რომ შენი მტრები და მოშურნეები გაიგებენ ჩვენი ურთიერთობის შესახებ. მე და მაომ ვიცით საიდუმლოს შენახვა. ფულთა დარაჯნი, შენი ბანკიდან ვერაფერს იყნოსავენ, როცა ninpoop.com დან მიიღებენ ქვითრებს.

გმადლობ, რომ არჩევანი სრულუფლებიან წევრობაზე შეაჩერე მხოლოდ 24,99$ად,რომელიც არ განახლდება ავტომატურად, შენივე კომფორტისთვის. როგორც კი გადამოწმდება ბარათის მონაცემები, შენ მიიღებ წერილს ჩვენგან წეროს ფოსტით. აჰა, იცუკენ, აი ეს არის instant access. ჰა? ნორმალური სახელია. მთელი მიწიერი ყოფიერება ერთი წამია, მთვარის ზაფხულის სიზმარი გუბურაში მოჭიკჭიკე ჩიტებით, როგორც კასივაგი.

გამარჯობა, იცუკენ. მე და მაოს კარგად გვახსოვხარ შენ და შენი IP მისამართი 211.56.67.4. . შენ შემოხვედი კარიდან members, რაც ნიშნავს, რომ თეთრმა წერომ მოგიტანა წერილი საიდუმლო სიტყვით. უკვე აქ ხარ, სრულუფლებიანი წევრი. ალბათ, როგორი ამაღელვებელია ეს გრძნობა! მართალი ხარ, ხუთი დღე დიდი დროა, მაგრამ გაგაფრთხილეთ, იცუკენ, რომ წეროს შეიძლება დაეგვიანებინა თუ yahoo ან hotmail –ის უფასო სერვერის მისამართს დატოვებდი. მაგ სერვერებზე ბინადრობენ ყაჩაღები, რომლებიც საკრედიტო ბარათების ყალბ მონაცემებს გვაძლევენ. საქმე საქმეზე თუ მიდგა, მადლობა თქვი, რომ საერთოდ მიიღე წერილი საიდუმლო სიტყვით.

რატომ? გაგაფრთხილეთ! ხომ დაძვრებოდი სკივრში წარწერით terms and conditions, იცუკენ?! ხოდა წაგეკითხა ყურადღებით მე–12 გვერდზე წვრილი შრიფტით ნაწერი. ან კი ღირს ახლა ამაზე დავა, როცა ბედნიერების წუთები ასე ახლოა? მოიშორე ავი ფიქრები, იცუკენ და მოუსმინე მწუხრის ხმებს! ნუთუ სამყარო შენთვის არ არის ლამაზი ამ წამს? ღრუბლის თეთრი ზონრები დაცურავენ ფერმკრთალ ცაზე, ქარი შრიალებს ფოთლებში და ჭრიჭინები სევდიანად მღერიან ბალახებში… ნუთუ ეს არ გაღელვებს?

თაგვს აწკაპუნებ აკიკოს სასირცხვო ადგილებზე, თავდაჯერებულო იცუკენ! იმ ადამიანების რიცხვს ეკუთვნი, როგორც ვხედავ, რომლებმაც ზუსტად იციან რა სურთ. რა თქმა უნდა თავდაჯერებული ხარ! და ალბათ ასეთ დახვეწილ კავალერს არასოდეს განუცდია მარცხი არცერთ პორნოსაიტზე. აღელვებული აკიკო თვალებს ხრის მორცხვად და მოსასვენებლისკენ მიეშურება…

აკიკო ისეთი აღელვეულია რომ კარის მიხურვაც კი ავიწყდება. ის ოდნავ კრთება, როცა კურსორით მის სილუეტს ეხები. შეამჩნიე იცუკენ? როცა კურსორის ისრით, შემოდგომის ფოთლებით შეფერილ კიმონოს ეხები, ისარი ხელის მტევნად იქცევა? აკიკოს იდუმალებით სავსე თვალებში აბაჟურის სინათლე ირეკლება… ახლა აკიკო მოგიყვება თავის ისტორიას, იცუკენ!

უძველეს დროში ისეს დიად მმართველს სამი ქალიშვილი ჰყავდა. უფროსი…რა? კი, შეიძლება. ზედა მარჯვენა კუთხეში ღილაკს დააჭირე skip story. კათხა? ააა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ალუბლის წვენის ყიდვა მოგინდება მაოსთვის.

ოოჰ… რას აკეთებ, იცუკენ?! აკიკო მხოლოდ ქვედა საცვლის ამარაა ახლა. სულ რომ გააშიშვლო, ერთი დაწკაპუნებაღა დაგრჩა… აკიკოს თავბრუ ეხვევა, შენი ნებართვით ტატამზე წამოწვება. ააჰ, ოოჰ… სულ დედიშობილა დატოვე აკიკო, იცუკენ! მოგწონს მისი ნორჩი, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სხეული? არა, იცუკენ, მათ გაშლას ვერ მოახერხებ, რამდენიც არ უნდა აწკაპუნო. ამ ვერსიაში ვერ ნახავ მის ფარულ ადგილებს. აკიკოს რცხვენია.

აკიკოს ეკითხები როგორ მოეფერო მის ნორჩ სხეულს? სიყვარულით გაჯერებულმა გულმა უნდა გიკარნახოს. ამოირჩიე ნებისმიერი ნივთი, რასაც ხედავ ოთახში, ნებისმიერი, რომლის შეხებაზეც კურსორი ხელის მტევნად იქცევა. ასაღებად უბრალოდ კურსორი დააწკაპუნე. შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აი ის მძივია კედელზე. დროდადრო შეათვალიერე ხოლმე. როდესაც აკიკოსთან სასიყვარულო თამაშში ჩაებმები, მძივის მარცვლები მონაცვლეობით ფერებს შეიცვლიან. რაც უფრო მეტი იქნება მწვანე მარცვლები, მით უფრო სანუკვარი ხარ აკიკოსთვის, და რაც უფრო მეტი წითელი, ესეიგი ცუდად გესმის მისი ზრახვების და წადილების. რა ვერ გაიგე? ბიზნეს ნიუსი გინახავს როდესმე? აქციების ღირებულება იკლებს, წითელი ისარი ქვემოთ ჩადის, აქციების ღირებულება იმატებს, მწვანე ისარი ზემოთ ადის. აქაც ზუსტად ასეა. დაიმახსოვრე, ბაჭია, აკიკო შენგან პატარა ეკონომიკურ სასწაულს ელის. თუ მას სწორად მოეფერები, შენთვის ოოიის დაიძახებს. მაგრამ თუ ხი–ხი–ხის გაიგებ, ესე იგი არასწორად ეალერსები. როცა ყველა მარცვალი გამწვანდება, იცუკენ, შენ შემოგესმება ნეტარებით აღსავსე ძახილი ოოოჰ–ააუუ! რომელსაც აკიკო ბონუსზე გამოსცემს.

აჰა, მარაო–ღამურა აიღე, გასული ზაფხულის მოგონებები. გინდა აკიკოს ყავისფერ ძუძუსთავებს შეეხო, სიყვარულის ისრებს რომ ჰგვანან? ხი–ხი–ხი. მძივს გახედე ხოლმე!

უკვე სამი მძივის მარცვალია წითელი. ხი–ხი–ხი. უკვე ექვსი. იფიქრე! რაში იყენებენ ნორმალური ადამიანები მარაოს? მართალი ხარ, დასანიავებლად. სად და ყველგან! ოოიი, ოოიი, ოოიი. ხი–ხი–ხი.

არა, იცუკენ. თუ აკიკო გამოსცემს ხი–ხი–ხის, რამდენიმე ოოიის შემდეგ, ესეიგი რამე ახალი უნდა მოიფიქრო, თორემ მომაბეზრებელია. და ნუ გძინავს. ქულები უნდა დააგროვო, იმიტომ რომ როცა აკიკო ხი–ხი–ხის იძახის, ქულებს კარგავ. კიდევ სადმე სცადე აბა. ხი–ხი–ხი. ხი–ხი–ხი. ოოიი, ოოიი, ოოიი. ხი–ხი–ხი, ხი–ხი–ხი.

დაანებე ამ მარაოს თავი. მომბეზრდა. გეყოფა. მოდი სხვა რამე… თმის სამაგრი ჩხირი? არ ვიცი იცუკენ, მოსინჯე. გინდა მსუბუქად გაატარო იღლიის ბნელ ღრმულებში? ხი–ხი–ხი. ოდნავ უჩხვლიტო მუცლის რუხ კანს? ხი–ხი–ხი. სასირცხვო ადგილს შეახო, რომელსაც მოხდენილად ამოწეული თეძო ფარავს? ხი–ხი–ხი. მწიფე ატმისფერ ქუსლს მოუღიტინო? ოოიი, ოოიი, ოოიი. ხი–ხი–ხი. ფუნჯი? ალბათ ლექსის დაწერა გინდა აკიკოსთვის. ააა, გასაგებია. ოოიი, ოოიი, ოოიი. ნახე, გამოვიდა. რჩევა, იცუკენ! თუ ფუნჯს საკეში დაასველებ, ერთ მოსმაზე ორმაგ ქულებს აიღებ… ოღონდ ფუნჯი ბოთლში არ ჩაგივარდეს, საკეს გადასხმა მოგვიწევს და აქ ჭურჭელი არ არის.

რა? ნელა იტვირთება? ეს პატარა მაიმუნი მაო დაჯდა გაყვანილობაზე. აქვს ასეთი ჩვევა. გინდა უყიდო ალუბლის წვენი, იცუკენ? მაო ჩამოძვერი! მოდი აქ, ახლა შენ…რა? არა, საკეს ბოთლიდან არ დალევს. მაო, წადი ითამაშე მარაო–ღამურათი. რაზე გავჩერდით? ფუნჯზე? ოოიი, ოოიი, ოოიი. ხი–ხი–ხი. ძველი წერილი იმისაგან, ვინც როდესღაც მნიშვნელოვანი იყო? ხი–ხი–ხი. ბამბუკი? ოოიი,ოოიი,ოოიი. ხი–ხი–ხი. კუსუდამას სამკურნალო ბურთები სხვადასხვა ფერის ძაფებით მორთული? ოოიი, ოოიი, ოოიი. ხი–ხი–ხი. ჩალის საფრთხობელა? ხი–ხი–ხი. ფიჭვის ტოტზე დამაგრებული მწვანე გრაგნილი? ოოიი,ოოიი,ოოიი. იცუკენ, აბა დაფიქრდი, მართლა არ გინდა მაოსთვის წვენის ყიდვა? გასაგებია. ოოიი,ოოიი,ოოიი. ოოოჰ ააუუ!

რა ბედნიერი იქნებოდა აკიკო, დილა რომ არ თენდებოდეს, მაგრამ განთიადის ნისლი უკვე ექაჩება მთვარეს და განშორების ჟამიც ახლოვდება. რა მტანჯველად უსასრულო იქნება დღე უშენოდ, იცუკენ.

სულ ეს იყო? აბა რა გინდოდა? არა, საიდუმლო ადგილი მხოლოდ ოქროს საფეხურზე. ამიერიდან, იცუკენ, გაზაფხულის სიო დროდადრო გახსნის ფანჯარას დესკტოპზე, წარწერით აკიკო hardcore. სურათების გამოტანასაც შეძლებ. საიდუმლო ადგილის სურათები, რომელსაც იქ ნახავ, რეალური სკრინ–შოტია hardcore–ის ვერსიის. თუ ფანჯარა ხელს შეგიშლის, უბრალოდ დახურე და ისაქმე შენთვის. არა, ახლა ვერ შეძლებ  ნახვას, ამისთვის ოქროს წევრობაა საჭირო, შენ უბრალო გაქვს. რა? ყველაფერი ნათქვამი იყო წერილში ზარდახშიდან terms and conditions. წვრილი შრიფტი, გვერდი 17.

ხასიათს ნუ წაიხდენ, იცუკენ. აკიკოს მოეწონა შენს ძლიერ მკლავებში ყოფნა, ამიტომ გაგიმხელს როგორ დარჩე მასთან უფრო დიდხანს. წვდომა რომ გქონდეს hardcore ვერსიასთან, აფგრეითი გააკეთე უბრალო წევრობიდან ოქროს წევრობაზე, სულ რაღაც 14.99$ დოლარად. ამჯერად, აღარ დაგჭირდება საკრედიტო ბარათის მონაცემების შეყვანა, ჩვენ მონაცემთა ბაზაში ისედაც შენახულია. დაწკაპუნება კმარა one-click-purchase  ღილაკზე და წინ გადაგეშლება ნეტარების დაუვიწყარი სამყარო. ასე ერთი დაწკაპუნებით შეგიძლია პატარა მაიმუნ მაოს დასალევი უყიდო. ერთი დაწკაპუნება გაშორებს ოქროს წევრობას, იცუკენ! ოქროს წევრს შეუძლია დატკბეს ორი სრულეკრანიანი გამოსახულებით აკიკოს საიდუმლო ადგილის. Hardcore ვერსიაში გელოდება ახალი ნეტარების იარაღები, სადაც, ჩვენი საკულტო, სხვადასხვა სიჩქარიანი ვიბრატორია. ასევე, ოქროს წევრებისთვის, აკიკო თავიდანვე ოოჰჰ ააუუთი იწყებს, ოოიის მაგივრად და ბონუსზე აააჰ–ოოიი–უუაა იქნება. ასე რომ, დაფიქრდი, იცუკენ! აკიკო დაგელოდება.

გამარჯობა, იცუკენ! მე და მაოს კარგად გვახსოვხარ. IP მისამართი 211.56.67.4., master card 5101 2486 0000 4051, cvc 2-910, ალფა–ბანკის საკუთრება, მაშა პორივაევას ქუჩა, სახლი 11. ვინ არის მაშა პორივაევა, იცუკენ? რადგან მთელი ქუჩა ეკუთვნის, ამ გოგომ, ალბათ თვით სიგუნი გააბედნიერა, სხვანაირად ვერ იქნებოდა. ან იქნებ ძველი კეთილშობილი გვარის წარმომადგენელია?ცოტა შესაშურია, იცუკენ. როგორც იტყვიან, ზღვა ბედნიერება ხვდა წილად.

კარგი, გადავიდეთ საქმეზე, როგორც იტყვი. უძველეს დროში, უზარმაზარი პროვინციის დიად მმართველს… რა? ისევ გამოვტოვოთ?იცუკენ, რატომ არასდროს არ მისმენ? კარგი ნება შენია. აკიკოს  ძალიან უხარია, რომ  იაპონიის უძველეს მთებში ჩაკარგული ჩვენი საიტის ოქროს წევრი გახდი. შენი ვიზიტი დიდი პატივია საცოდავი გოგონასთვის. იშვიათად ჩნდება შენისთანა მამრი ჩვენს დავიწყებულ მიდამოებში. იქნებ შეუკვეთავ მაოსთვის ალუბლის წვენს? გასაგებია, ვაგრძელებთ. აკიკო აღელვებულია, იცუკენ. თუმცა მორიდებულია და ვერ ბედავს თქმა. მას უხარია შენთან მარტო დარჩენა. ასე რომ გავეშუროთ ნეტარების მღვიმეში. აკიკოს რომც არ უნდოდეს, მაინც ვერ შეეწინააღმდეგება შენს ნებას, იცუკენ, მაგრამ მას კარგად ახსოვს შენი ალერსის გემო…

დიახ, აი ასეთია ნეტარებს მღვიმე. როგორ იგივე? იქ ტატამი იყო, აქ ანძის ნამსხვრევი; იქ მწვანე კედლები, აქ ყვითელი; იქ ტოეტომი ხიდესის პორტრეტი, აქ ტოკუგავა იეასუსი. რა? მომისმინე, იცუკენ! შენც ზუსტად იგივე პოზა გაქვს, რაც წინაზე. რამეს ვამბობ ამაზე? როგორი უნდობელი გახდი, იცუკენ! არავინ არაფერს არ გატყუებს. იქნება ეგ საიდუმლო ადგილი, უბრალოდ შენს წინაშე ახლა არის გამოსახულება A, გადადი გამოსახულებაზე B. ძალიან ადვილად! დააწკაპუნე თაგვით აკიკოს გამხდარ, ნახევრად ბავშვურ თეძოებზე და დაინახავ იმას რისი დანახვაც ასე გსურს. აჰა… აბა როგორია? რა? შენსას ვერაფერს გაიგებ, იცუკენ. ხან არ გყოფნის, ხან მეტისმეტია. იგივე ხედია რაც სარეკლამო რგოლში. ზუსტად. ყველა მუდომ რომ არ თქვას, ის არ არის რასაც ვპირდებოდით. თუ სახის დანახვა გინდა საერთო გამოსახულებას დაუბრუნდი. აი ასე. თუ ისევ მოგინდება დაფარული ადგილის ნახვა, ისევ დააწკაპუნე აკიკოს გამხდარ ბავშვურ თეძოებზე. ნუ მოიცადე ცოტა სანამ ჩამოიტვირთება. რა ვქნათ. ვისი ბრალია რომ ასეთი გაყვანილობები გაქვს? არა. ერთდროულად არ შეიძლება. ხი–ხი–ხი. არა, არ დაგცინის. აკიკო ხი–ხი–ხის აკეთებს. მომისმინე, იცუკენ! სიცოცხლეში გინახია ორივე ერთდროულად? ჰა? როგორ ვისი?! ვისი იქნება, სულელო, აქ ხომ არავინაა შენ და აკიკოს გარდა.

რაო? ძველებურად. ხედავ კედელზე მძივს? შეხსენება გჭირდება? ჰა? რა სამტვრევი ჩაქუჩი? ეს ჩვენი საკულტო მულტისიჩქარეებიანი ვიბრატორია. ხი–ხი–ხი. ხომ თქვა აკიკომ ხი–ხი–ხი! ვიბრატორი მუშაობს გამოსახულებაზე B და C. სწორია. იქ არ ჩანს, მაგრამ მუშაობს. აქ ჩანს, მაგრამ არ მუშაობს. რა? ვარდისფერი გული სიჩქარეების გადამრთველია. არ მოუტყუებიხარ არავის, იცუკენ! მეორე გამოსახულებაც იქნება საიდუმლო ადგილის. C ხედზე რომ გადახვიდე, დააწკაპუნე აკიკოს ნახევრად ბავშვურ გამხდარ თეძოებზე მეორე მხრიდან. აი… რა? ისევ არ მოგწონს? რას ჰქვია იგივე სურათი აწეული ფეხებით?  მისმინე, იცუკენ! როცა შენს მაშა პორივაევას ზურგზე აწვენ სხვა რამე ახალი ხომ არ ეზრდება იქ? იქნებ ის არ მოგწონს სამყარო როგორ არის მოწყობილი, იცუკენ?

ხი–ხი–ხი და ხი–ხი–ხი. არ ვიცი, ვფიქრობ. ეცადე სიჩქარე გადართო. როგორ არა. ყველა სიჩქარე მუშაობს. აკიკო გეუბნება, რომ მუშაობს! ბუნებრივია, რომ არაფერი ჩანს. და რის დანახვას აპირებდი, იცუკენ? შენ რა თვალით არჩევ ას ჰერცს სამასისგან? ჩართე პირველი სიჩქარე. გესმის ტიგ–ტიკ–ტიგ–ტიკ–ტიგ–ტიკ? გესმის? ახლა მეორე ჩართე. გესმის ტი–დი–ტი–დი–ტი–დი? ახლა მესამე. არის რტრტრტრ? მუშაობს. ნუღარ წუწუნებ, ჯობია აკიკოს ასიამოვნო. ხი–ხი–ხი. ხი–ხი–ხი. სამივე სიჩქარეში. ხი–ხი–ხი. არ ვიცი. იქნებ იქ არ იყენებ, სადაც საჭიროა? ოოოჰ–ააუუ! ოოოჰ–ააუუ!ოოოჰ–ააუუ! ჰა? ოოოჰ–ააუუ ვერ გაიგე? აბა რას კითხულობ მომეწონა თუ არა?! იმიტომ ვიძახი  ოოოჰ–ააუუს, ზედმეტი კითხვებისგან თავი რომ შეიკავო.

არა. იყოს გამოჩრილი. არ ჩამოვარდება, ნუ გეშინია. იფიქრე, იცუკენ, იფიქრე.არ გაქვს შეგრძნება რომ რაღაც აკლია? რაღაც მთავარი? გადადი საერთო ხედზე, იქ ბევრი რამეა. თმის ჩხირები? ხი–ხი–ხი.  ნახშირის ღუმელი? ოოო, დღეს რა ცეცხლოვანი ხარ.

ბრინჯის ნამცხვარი? ხი–ხი–ხი. ტოკუგავა იეიასუს პორტრეტი? შენ რა, კარგად ხარ? ოოოჰ–ააუუ! ოოოჰ–ააუუ! ოოოჰ–ააუუ! ოოოჰ მშვენიერო, იცუკენ! ოოოჰ–ააუუ! ოოოჰ–ააუუ! ოოოჰ–ააუუ! ხი–ხი–ხი! აი, ხომ ხედავ, იცუკენ, აკიკომ თვითონაც არ იცოდა! ნუ გეშინია ექსპერიმენტების! ის, რაც გვჭირდება, სადღაც ახლოს უნდა იყოს. სამურაის აღჭურვილობა? ხი–ხი–ხი! საკეს ბოთლი? ჰმ! მოსინჯვა შეიძლება. არ იძვრის ადგილიდან? მაო ჩამოჯდა მავთულებზე. ჩამოძვრება. ნუ ხარ ასეთი გაუბედავი, იცუკენ! მერე რა რომ დიდია. ნორჩ გოგონებს ძალიან გვიყვარს. აი ასე… არა, ასე გაგიჭირდება. აკიკო დარწმუნებულია, რომ გაგიჭირდება. შენ როგორი პედი გაქვს თაგისთვის? არა, არ არის საკმარისი. აიღე მაგიდიდან  ყველაფერი, რომ ხელი არ შეგეშალოს. ერთმეტრიანი სივრცე გჭირდება დიაგონალზე, რომ თაგვი თავისუფლად ატარო. აი ასე. მიდი… კიდევ ერთხელ… რატომ ჩერდები? არ გაჩერდე. სწრაფად, უფრო სწრაფად. ოოოჰ–ააუუ! ოოოჰ–ააუუ! ოოოჰ–ააუუ! ხომ გეუბნება აკიკო, ნუ გძინავსო. მართალია ერთი ოოოჰ–ააუუ ათ ბიძგზე. აბა რა გინდოდა, ათი ოოოჰ–ააუუ ერთ ბიძგზე? მაშინ პლატინის წევრობა უნდა აგერჩია. ხელი დაგეღალა? ბედნიერება უნდა გამოწრთო. მიდი, მიდი, ნუ სლუკუნებ. ოოოჰ–ააუუ! ოოოჰ–ააუუ! ოოოჰ–ააუუ! შეეშვი თაგვის თავს. რა გითხრა აკიკომ? ნუ უჭერ თაგვის თავს თითებს, თორემ გადადიხარ ხედიდან ხედზე და ქულებსაც კარგავ, იცუკენ. ბოთლს კარგად მოკიდე ხელი ქვემოდან, უფრო მეტი დაგეწერება ყველა ბიძგზე. ოოოოჰ–ააუუ!ოოჰ–ააუუ! ოოოჰ–ააუუ! ოოოჰ–ააუუ! აი… ოოოჰ.

ისევ დაგეძინა. რა თქვი როგორ? ეს არის კიბერსექსი! როცა ხელით ასტიმულირებ ჩემს თაგვს. შენ გგონია შენი თაგვია? გეხვეწები. თუნდაც რა! მეც მინდა ჩემი თაგვი ხშირად იყოს შენი. შენ კიდევ სულ ბურტყუნებ და ბურტყუნებ. საერთოდ რას ელი ცხოვრებისგან? აკიკოს ისეთი გრძნობა აქვს, იცუკენ, სამყაროს არსი არ გაწყობს და მაგიტომაც ემართლები ყველაფერს. რაო? რა? რა? მისმინე, ახლა ეგეთები არ დაიწყო, კარგი? როგორ? რა? როგორ თქვი, იცუკენ? აბა გადმოდი სასწრაფოს A ხედზე და თვალებში ჩამხედე. აი ასე…

გაიმეორე. მარაზმია? თაგვით მასტურბირება მოგბეზრდა? საერთოდ რას საქმიანობ, იცუკენ? ჩემი საქმე არ არის? გინდა აკიკომ გითხრას? დილიდან დაღამებამდე უმასტურბირებ თვალებგადმოკარკლულ დოლარის ფრანკლინს. იქიდან! რომ სხვა ვარიანტები მაინც არ გაქვს. თქვენ ამას ყველანი აკეთებთ, სინამდვილეში კი ვერც კი ხვდებით, რომ მას უსტიმულირებთ ხელით, იმიტომ რომ მას ყელსახვევის ქვეშ საერთოდ არაფერი აქვს, შავი ოვალის გარდა. განსაკუთრებით სამოცდათორმეტის მერე, როცა ოქროს სტანდარტი მოაშორეს. თქვენ უბრალოდ ხელით ხანგრძლივ და სწრაფ მოძრაობას აკეთებთ და ერთმანეთს საიდუმლო გამომეტყველებით უყურებთ. და ეს არ არის მარაზმი, იცუკენ? აკიკოსთან არის საცოდაობა არა? არადა ფრანკლინი არ გამოსცემს შენთვის ოოოჰ–ააუუს! რომ გამოსცემდეს, მაშინ შენს შესახებ FORBES–ში დაწერდნენ. ის კი სდუმს შენს შესახებ, იცუკენ! შორს ხარ FORBES–დან. სისხლის ოფლით დაიღვრები, მაგრამ ფრანკლინი ზედაც არ შემოგხედავს. წარმოდგენაც კი არ აქვს რომ ოვალის ქვეშ უთათუნებ. გაიგე? თუნდაც სამოცდათორმეტის მერე ოვალის ქვეშ არაფერი აქვს მაინც ჩაგითრევს,   კონკრეტულად ჩაგითრევს  და გამომშვიდობებისას ხი–ხი–ხისაც კი ვერ  ეღირსები. ისევ ისე, მოკუმული ტუჩებით და მედიდური მზერით გააგრძელებს სივრცეში ყურებას. გაიგე? ჩვენ გვიწოდებ უბადრუკებს! თაგვის ნძრევა მოგბეზრდა? ასეთი მომთხოვნი თუ ხარ იცუკენ, რამეს მიაღწიე ცხოვრებაში და იყიდე  კიბერსათვალე თხუთმეტიათას დოლარად. მაშინ მარტო ყურება დაგჭირდება თაგვის და თაგვი შენი ხი–ხი–ხი გეგონება. ამ თანხით, შეგიძლია ხი–ხი–ხიზე ჩამოიცვა ვიბროსტიმულატორი სავარძლით , მერე გაატარებ თაგვს მაგიდაზე და ილუზია შეგექმნება რომ საკუთარი ხი–ხი–ხი გიკავია. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ შავმა ფრანკლინმა ერთხელ მაინც ამოიკვნესოს ოოიი. მაგრამ ნურასუკაცრავად. არც მომავალში მგონია მოხდეს. იმიტომ რომ, გულახდილად გეტყვი, იქ არ დაიბადე. მადლობა თქვი, რომ თაგვი გიჭირავს და სურათები გაქვს დიდი ხედით. აბა შენი საცოდავი ასი ბაქსით რას ელოდი?

მოკლედ ასი. რა? მოდი დავითვალოთ. 24,99$ უბრალო წევრობისთვის, 59,99$ –ად მომგებიანად გაგაწევრიანეთ საიტზე „პრინცი გენძი და ანცები“. რას ჰქვია რატომ? ამას მექანიკურად ვაკეთებთ ოქროს წევრებისთვის. მაგრამ გაითვალისწინე, მომგებიანი წვდომა საიტზე გექნება ოქროს წევრობის პირველი განახლების შემდეგ. შემდგომ… რა? არა, ვერ გაიგე, იცუკენ. უბრალო წვრობა არ ახლდება ავტომატურად. ოქროს წევრობა ახლდება. პლატინისა ასევე არ ახლდება.

რა? გვიჩივლე… ყველაფერი იყო ჩაწერილი terms and conditions-ში, გვერდი 21, ზემოდან მეორე აბზაცი. ოქროს წევრებს ორმოცდაათ პროცენტიანი ფასდაკლება აქვთ თემატურ საიტებზე საკუთარი არჩევანის უფლებით, ფასების მიხედვით. რა? ოჰ… ასე როგორ მომმართავ, იცუკენ, მას შემდეგ რაც ჩვენ შორის იყო?! ოჰ…მაო აგიხსნის ყველაფერს, აკიკო წავა და იტირებს.

რა ვერ გაიგე ადამიანო? დიახ, მაიმუნი მაო. სწორია, იმიტომაც გაგაწევრიანეთ 59,99$–ად. ჩვეულებრივი პრაისი 119,99$–ია, შეგიძლია გადაამოწმო. კიდევ გაქვს შეკითხვები? საიდან ვიცით შენი არჩევანი? იცუკენ, შეიხედე შენ recently wiewed sites–ზე. რა საიტს ხედავ გაზეთ “ზავტრას“ და რუსულ საინფორმაციო სააგენტოს შორის? Hot Asian boys. იყო? იყო. ხოდა გაგაწევრიანეთ პრინც ვენძზე. დამშვიდდი. ანიმაციურია, კანონთან პრობლემა არ გექნება, მხატვრის ფანტაზიაა. Hot Asian boys გამო კი გექნება, იცუკენ. შემთხვევით შეხვედი? კი ხდება ხოლმე. ხდება, ხდება… არ შეშფოთდე, იცუკენ! ერთადერთი პედოფილი არ ხარ ამ სამყაროში. როგორი პედოფილი? გეტყვი… ნატალური პედოფილი. ეს იმ კატეგორიის პედოფილია, იცუკენ, რომელსაც აი მაგ რაღაცის გაკეთება უნდა ბავშვთან, რომელიც ჯერ კიდევ დედის მუცელშია. რა? აბა რა უნდა ვიფიქროთ მეხუთე მთავარ განყოფილებაში თუ Hot Asian boys-დან, მიდიხარ Pregnant Latino Teens, Pregnant Latino Teens -დან Hot Asian boys? აი ამიტომ გვგონია რომ ნატალური პედოფილი ხარ ისლამური ჯიხადიდან. რატომ? ვინ გააკეთა სანიშნე kavkaz.org-ზე? ჩეჩნურ ანდაზებს იწერდი? გახალისება გინდოდა? ზუსტად. რეალურად გახალისდები ძუკნის ნაშიერო. უკვე ბევრი ხალისობს მასე და შენც მიემატები. მარაზმია თურმე! გგონია ვერ ვხვდებით როგორი იცუკენი ხარ? IP მისამართი 211.56.67.4, master card 5101 2486 0000 40051. გგონია ვერ გამოვარკვევთ? რაღაც გვკარნახობს, იცუკენ, მაშა პორივაევას ზღაპარი მალე დაიმსხვრევა. უბადრუკი!..რას ჩაისვარე? დაწექი, ადექი, დაწექი, ადექი, დაწექი, ადექი, დაწექი, ადექი. გასაგებია ყველაფერი, ნაგავო? დაწექი, ადექი. ზუსტად გაიგე? ახლა აიღე ბოთლი ძუკნის ნაშიერო და სირბილით B ხედისკენ, სადაც დამალული ადგილის  მსხვილი გამოსახულებაა. სირბილით და მდუმარედ! მოუხადე აკიკოს ბოდიში. არ მოსწონს თურმე…

მაომ მითხრა ყველაფერი გაიგე, იცუკენ. რატომაც არა, ოლაპარაკე. ხანდახან. ხმადაბლა და საქმეზე. საქმეზე, როცა საჭიროა. აი მაგალითად, როცა აკიკო ოოოჰ–ააუუს გეუბნება, აჰ–აჰ–აჰით უპასუხე. ალაჰის სახელი არ ახსენო ოღონდ, სინდისმა არ შეგაწუხოს. მაოც ვეღარ გიშველის მერე. გაიგე ხო? და ამოძრავე თაგვი, ამოძრავე, ნუ გძინავს. ქულები უნდა დააგროვო, კი არ უნდა გამაზო. ცხოვრება მოძრაობაა. სწრაფად, უფრო სწრაფად. უნდა დააფასო რაც გაგაჩნია, იცუკენ. აფრიკის ეკვატორულ ნაწილში ხალხი ამაზე ოცნებობს. ოოჰჰ–ააუუ. სამყარო არ მოსწონს თურმე! არ იცი როგორ გაგიმართლა, მე რომ შემხვდი. ოოჰჰ–ააუუ, ოოჰჰ–ააუუ, იმიტომაც ლაყბობ მაგდენს.ოოჰჰ–ააუუ, ოოჰჰ–ააუუ, ოოჰჰ–ააუუ. ნუ გგონია რომ სხვებზე ჭკვიანი ხარ, გაიგე? იმათზე სულელი ხარ, რადგან იმათ შენზე მეტი ფული აქვთ. ოოჰჰ–ააუუ, ოოჰჰ–ააუუ, ოოჰჰ–ააუუ. ისე, რამე განსაკუთრებული თუ გინდა ფანტაზიებში, მიდი, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი. ოღონდ ხმადაბლა და თან ჩვენც რომ ვიცოდეთ. გასაგებია? ოოჰჰ–ააუუ, ოოჰჰ–ააუუ, ოოჰჰ–ააუუ. აი პლატინის წევრობას რომ გარგუნებთ, მოგცემთ პირად ნომერს და გექნება სხვადასხვანაირი სურათები. ოოჰჰ–ააუუ, ოოჰჰ–ააუუ. როგორ არ ღირს, იცუკენ?! იქ მთავარი იწყება, ანალური სექსი. გაგაწევრიანებთ, აუცილებლად გაგაწევრიანებთ. ოღონდ ცხოვრებაში როგორ მოიქცე, თვითონ უნდა არკვიო. სად რა თქვა და რა დროს. ოოჰჰ–ააუუ, ოოჰჰ–ააუუ, ოოჰჰ–ააუუ. თუ ვერ იგებ, მაგისთვის კარაოკე მოიგონეს. როცა აჰ–აჰ გამოვა ეკრანზე, მაშინ ილაპარაკე. გაიგე? არ მესმის! გაიგე? აი, ხომ ხედავ. ოღონდ ხმადაბლა, მეზობლებს სძინავთ, ხვალ სამსახურებში მიდიან. და თაგვი, თაგვი ამოძრავე, ცხოვრებაში ყველაზე დიდი საშინელება ტემპის დაკარგვაა. აი ასე… ოოჰჰ–ააუუ, ოოჰჰ–ააუუ, ოოჰჰ–ააუუ, ოოჰჰ–ააუუ. სიამოვნების ოფლმაც კი დაგასხა, სულელო. აკიკო კარგად გრძნობს თავს შენთან. გაიგე? ოოჰჰ–ააუუ, ოოჰჰ–ააუუ, ოოჰჰ–ააუუ, ოოჰჰ–ააუუ.

 

Advertisements

4 thoughts on “ვიქტორ პელევინი “აკიკო”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s