ტომ ! შოკოლადი იესოსთვის

la maga de rayuela

waits

ტომ, დღეს შვიდი დეკემბერია. შენ უკვე დიდი ხარ, ხმა უფრო ჩაგეხლიჩა და სუნთქვაც უფრო მეტად გიჭირს. ბარებში ძველებურად ხეტიალის თავიც არ გაქვს ალბათ. – ჭიქა ვისკის რომ გადაჰკრავ ხოლმე, ხმამაღლა გახველებს და გაფრუტუნებს. ისეთი ცივი ზამთარია, ისეთი ცივი დღეებია, რომ ქილებში მოხუფული კომპოტებივით უნდა მოვხსნა შენი ძველი ალბომები და პირდაპირ საწოლში უნდა მივირთვა – ნელ-ნელა, აუღელვებლად, ჭიქა რძიან ყავასთან და კრემიან ნამცხვართან ერთად. მოდი, ასეთ საუზმეებს დავარქვათ “ამბივალენტური საუზმეები”. მერე დროდადრო სიამოვნებისგან ამოვიკრუსუნებ და ცხვირსაც მოვიხოცავ ღამის პერანგით. ალბათ, როგორ გამითბება თითის წვერები, შემდეგ მუხლებში დაიგორგლება, მერე კი ალბათ, ვეღარც სიცივე შემაშფოთებს ამ ცარიელ ბინაში და ვერც შენს გარეშე გატარებული შენსავით მოსაწყენი დღეები.

როგორ მინდოდა, სადმე წყნარ პაბში გამოვკეტილიყავი, კუთხეში დამჯდარს ჩუმად მეწრუპა სასმელი, მესმინა შემი ჩახრინწული ბებრული ხმისთვის და ასე აღმენიშნა შენი დაბადება – ყოფილიყო თუნდაც სიგარეტის ბოლისგან ჩაბნელებული, მე მაინც შეგამჩნევდი შენი ჩამოფხატული ქუდით. მაგრამ დღეს ამ ცივ საწოლში გამოვიმწყვდიე თავი – მცივა, მტკივა და ვბორგავ-სიცხე მაქვს. მერე რა …

View original post 395 more words

1 thoughts on “ტომ ! შოკოლადი იესოსთვის

დატოვე კომენტარი