მილორად პავიჩი – საწერი მოწყობილობების ზანდუკი

მკითხველის ბლოგი

product_image_906იცი როგორია პავიჩი? გახალტურება არ უყვარს – როგორც კი წინადადებებს გადაახტები, მაშინვე უკან დაბრუნება და ხელახლა წაკითხვა გიწევს. პავიჩთან ზედაპირულობა არ მოსულა – ყოველ დეტალს თავისი მნიშვნელობა აქვს, ზანდუკში მით უფრო და ვერაფერს გადააგდებ ისე უბრალოდ.

თავისებური კაცია პავიჩი და ისე გაკითხებს, როგორც უნდა.

დროებს გიცვლის, ერთი ამბიდან მეორეზე გადაგახტუნებს, შემოიტანს რაღაც სიმბოლოებს, მერე მის მნიშვნელობას რომ უნდა მიხვდე.

პერსონაჟებიც თავისებური ჰყავს – ბიბლიურსახელებიანი, დები დუელში რომ იწვევენ ერთმანეთს, კაცი ენას რომ ივიწყებს, ქალი – შეყვარებულობის დროს თმა რომ უხუჭუჭდება, მერე ერთ ღამეში ჭაღარავდება.

და მთავარი – ზანდუკი!

დახლართული ამბები ისედაც მიყვარს, ნივთები თავის მნიშვნელობას რომ იძენს – ეგ უფრო. წარმოიდგინე რა მაგარი პროცესია, გგონია უსულო საგნები უცებ ცოცხლდებიან და მათავარი პერსონაჟები ხდებიან.

ამბავი არის ასეთი – მწერალს ზანდუკი შეაყიდეს. შემთხვევით არა. ამ ზანდუკში რამდენიმე ნივთია, რომელიც მთელ აბავს ყვება აი იმ პერსონაჟებზე წეღან რომ ვამბობდი.

ის, რაც დაგავიწყდა ყოველთვის ცოტათი იცვლება. და როცა ბოლოს და ბოლოს შენს ცნობიერებაში მოიხმობ ამ…

View original post 81 more words

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s